ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან მისული.
ცესკო-სთან მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გლდანში ნიკა მელიას შტაბში არიან შეკრებილი ოპოზიციონერები და მიმდინარეობს კონსულტაციები.
„ჟვანია ქურდობს, ეს არის არჩევნების მოპარვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ცესკო-სთან არის მისული ბექა ბასილაია და მოთხოვს, რომ მისცენ ცესკო-ში შესვლის შესაძლებლობა. მისი თქმით, ის ცესკო-ში წარმომადგენელია და სრული უფლება აქვს, ტერიტორიაზე შევიდეს.
ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.