ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს შენობასთან კარტოფილი და კვერცხები მიიტანეს.
როგორც ისინი აცხადებენ, სურთ, კარტოფილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადასცენ.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ მათ საშვი არ ჰქონდათ და შესაბამისად, აღმართულ ჯებირების იქით ვერ გადაადგილდებოდნენ.
აქციის მონაწილეებმა კარტოფილები ჯებირების მეორე მხარეს გადაყარეს.