ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებსა და ცესკო-ს შენობას შორის რკინის ჯებირია აღმართული. აქციის მონაწილეები ჯებირს ქვებს ურტყამენ და აცხადებენ, რომ „გამყალბებლები უნდა იყვნენ“ ციხეში. მათი თქმით, ამ ფორმით უნდათ, ცესკო-ში მყოფ პირებს ხმა მიაწვდინონ.
ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.