ცესკო-ში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს [ფოტო]
ცესკო-ში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს [ფოტო]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს.

კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკო-ს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.

იმიტირებული კენჭისყრა ცესკო-ში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს, რომლის შემადგენლობაშიც, ცესკო-ს თანამშრომლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედიან.