ცესკო-ში თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, თამარ ჟვანია ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას და რჩება ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.