ცესკო-ში არ აკონკრეტებენ, რას გულისხმობს ცვლილებები, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ეხება
ცესკო-ში არ აკონკრეტებენ, რას გულისხმობს ცვლილებები, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ეხება

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ის ცვლილებები, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას ეხება.

კითხვაზე, იქნება თუ არა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალქეებისთვის მეორე ტური განსხვავებულ დღეს, ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.

„კომისიის წევრებისთვის ცხადია, დადგენილების ეს პროექტი ცნობილია. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, ეს მიღებული იქნება თუ არ იქნება მიღებლი, ეს გამოჩნდება 19:00 საათიან სხდომაზე. ცვლილება ეხება საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს”, – განაცხადა ჟვანიამ.

7 ნოემბერი არის ის ბოლო ვადა, ის დღე როდესაც საოლქო კომისიებმა არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამეს.