ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს

2 137 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ.

კერძოდ:

„ქართული ოცნება“ – 52,94 პროცენტი;

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11,19 პროცენტი;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9, 79 პროცენტი;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,05 პროცენტი;

„გახარია საქართველოსთვის“ – 8,26 პროცენტი;

სულ არსებული 3 111 უბნიდან დათვლილია თითქმის 69 პროცენტი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლებმა ხმა მისცეს 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლები იყო.

საქართველოში გახსნილი იყო 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლისი წესით, საიდანაც 12 იყო პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.

ამასთან, საქართველოს გარდა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენდა. 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მუშაობდა.