ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53,06 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 38.22% აქვს
ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 2 242 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 53,06 პროცენტი აქვს (955 622 ხმა).
რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები ამ დროისთვის, ჯამში, 38.22 პროცენტს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11.17% (201 275 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9.84% (177 349 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.99% (162 056 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 8.22% (148 007 ხმა).