ცესკო-ში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ცესკო-ს შვიდმა წევრმა თანამდებობა დატოვა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ცესკო-ს შვიდმა წევრმა დაკავებული პოზიცია დატოვა.
„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვიდმა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს – თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.