ცესკო-ში აცხადებენ, რომ გადათვლის შედეგად, უცვლელი დარჩა საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო საარჩევნო უბნის შედეგები
გადათვლის შედეგად, უცვლელი დარჩა საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო საარჩევნო უბნის შედეგები, – ამის შესახებ ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში სადამკვირვებლ ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმცა არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.
„ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისის სხდომები, სადაც განიხილება საჩივრები კენჭისყრის დღესთან, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც, აღნიშნული უბნის შედეგი დარჩა უცვლელი. ასევე, გადათვლის შედეგად, უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო საარჩევნო უბნის შედეგები.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმცა პროცედურის განხორციელების შემდეგ, არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგოროს, ნაძალადევის, გოროს და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და ჩვენ ხვალ დილით განახლებული ინფორმაციის შედეგების შესახებ მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეული საარჩევნო ოლქში განხილვის შედეგების თაობაზე. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში“, – აღნიშნა მან.