ცესკო - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები სავარაუდოდ 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი 
ცესკო - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები სავარაუდოდ 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი 

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები სავარაუდოდ 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, 10:00 საათისთვის ცესკო-ში შევა პირველადი ოქმები.

„11:00 საათიდან ასევე შემოვა ოქმების ძირითადი ნაწილი და სავარაუდოდ პირველადი წინასწარი შედეგები ჩვენთვის ცნობილი იქნება 02:00 საათისთვის და შესაბამისად ამ დროისთვის ვვარაუდობთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას”, – განაცხადა მიქელაძემ.