ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 89 საჩივარი დაიწერა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველაზე მეტი საჩივარი დაიწერა ზუგდიდში.
„44 ზუგდიდში, 21 საჩივარი მარნეულში, 16 ხულოში, ექვსი ზესტაფონში, თითო-თით კი ოზურგეთსა და თბილისში“, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საჩივრები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.
„ამავდროულად დღეს ცესკო-ს ცხელ ხაზზე შევიდა 209 ზარი, ონლაინ ჩატში კი 56 ტექსტური შეტყობინება“, – განაცხადეს ცესკო-ში.