ცესკო-ს ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.15%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 27.14%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.78% აქვს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.15%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 27.14%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.78% აქვს.
მონაცემები დათვლილია ყველა, 3 847 უბნის მიხედვით.
ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების პროცენტული გადანაწილება ასეთია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.15% (926 959 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.14% (522 463 ხმა); „ევროპული საქართველო“ – 3.78% (72 752 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14% (60 493 ხმა); „ლელო“ – 3.15% (60 691 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (60 592 ხმა); „გირჩი“ – 2.89 % (55 600 ხმა); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (25 534 ხმა) – 1.33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (19 281 ხმა).
დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.