ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 47.83% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.69%
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 47.83 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.69 პროცენტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 775 უბანზე (74.14%).
აღნიშნული მონაცემებით, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს“ 15 616 ხმა აქვს, (1.31 %); „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 20 885 ხმა (1.75 %); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 365 993 (30.69 %); „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 17 093 (1.43 %); „ლელო“ – 31 196 (2.62 %); „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 16 811 (1.41 %); გახარია – საქართველოსთვის – 89 233 (7.48 %); ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 570 391 (47.83 %); „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 14 553 (1.22 %).
სხვა პარტიებმა, ამ დროის მონაცემებით, ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.