ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.68% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7%
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.68 პროცენტი (822 669 ხმა) აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი (541 069 ხმა).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 742 უბანზე (99.97%).
აღნიშნული მონაცემებით, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ აქვს 7.8% (1 37 414 ხმა), „ლელოს“ – 2.71 % (47 836 ხმა), დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს.
წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.