ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში, 14 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლიდერობენ, ერთში კი „ნაციონალური მოძრაობის“
ხუთი თვითმმართველი ქალაქის გარდა, მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში მერები აირჩიეს 15 მუნიციპალიტეტში – თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება იმ ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის უწევდათ, რომლებმაც პირველ ტურში გამარჯვებისთვის 50% +1 ხმის მიღება ვერ შეძლეს. 15 მუნიციპალიტეტიდან 12-ში ერთმანეთის კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები იყვნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.
უბნების 100 პროცენტის დათვლის შედეგად, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები ასეთია:
თელავში – გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“) 43.1% და ლევან ანდრიაშვილი („ქართული ოცნება“) 56.9%;
თიანეთში – თამაზ მეჭიაური („თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“) 45.17% და ლევან წიკლაური („ქართული ოცნება“) 54.83%;
ქარელში – ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება“) 56.73% და ნიკოლოზ ახალკაცი („ნაციონალური მოძრაობა“) 43.27%;
ხაშურში – თენგიზ ჩიტიაშვილი („ქართული ოცნება“) 59.08% და იოსებ ბუაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 40.92%;
ცაგერში – გიორგი ნემსაძე („ქართული ოცნება“) 62.87% და ბესარიონ ბენდელიანი („გახარია საქართველოსთვის“) 37.13%;
ბაღდათში – კახა ენუქიძე („ქართული ოცნება“) 60.69% და გიორგი რობაქიძე („ნაციონალური მოძრაობა“) 39.31%;
წყალტუბოში – გენადი ბალანჩივაძე („ქართული ოცნება“) 57.17% და ზაზა მეტრეველი („ნაციონალური მოძრაობა“) 42.83%;
ოზურგეთში – ავთანდილ თალაკვაძე („ქართული ოცნება“) 55.4% და კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 44.6%;
სენაკში – ვახტანგ გადელია („ქართული ოცნება“) 53.08% და კობა ნაყოფია („ნაციონალური მოძრაობა“) 46.92%;
მარტვილში – თორნიკე ჯანაშია („ქართული ოცნება“) 51.85% და თეიმურაზ ჯანაშია („ნაციონალური მოძრაობა“) 48.15%;
ხობში – ბესიკ შენგელია („ნაციონალური მოძრაობა“) 43.22% და დავით ბუკია („ქართული ოცნება“) 56.78%;
ზუგდიდში – ანზორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 48.37% და მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“) 51.63%;
წალენჯიხაში – გიორგი ხარჩილავა („ნაციონალური მოძრაობა“) 51.11% და გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“) 48.89%;
ჩხოროწყუში – ბადრი ქარჩავა („ნაციონალური მოძრაობა“) 49.12% და დათო გოგუა („ქართული ოცნება“) 50.88%;
ხელვაჩაურში – მიშა ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 44.99% და ზაზა დიასამიძე („ქართული ოცნება“) 55.01%.