ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძეს მიღებული აქვს ხმების 44,53%, ნინო ლაცაბიძეს - 44,34%
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, რუსთავში არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძეს მიღებული აქვს ხმების 44,53%, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს – 44,34%.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 42 უბანზე (47.73%).