ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.12%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.92%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.12%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.92%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს.
როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 626 უბნის მიხედვით.
ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.12% (870 453 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.92% (486 973 ხმა); „ევროპული საქართველო“ – 3.79% (68 548 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.18% (57 579 ხმა); „ლელო“ – 3.19% (57 730 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (5706 ხმა); „გირჩი“ – 2.95 % (53 447 ხმა); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (24 252 ხმა) – 1.34%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (18 041 ხმა).
დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.