ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძეს ხმების 45,5% აქვს, ნიკანორ მელიას 34,13%
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის კანდიდატთა ხმების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ცესკო-ს 07:00 საათის მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: თამარ კეკენაძე 1 122 ხმა – 0.6 პროცენტი; ნიკანორ მელია 63 871 ხმა – 34,13%; გიორგი ლომია – 2831 ხმა, 1,51%; ანა ბიბილაშვილი – 4 513 ხმა 2,41%; მიხეილ ქუმსიშვილი – 1 535 ხმა, 0,82%; გიორგი ქუთათელაძე – 274 ხმა 0,15%; თეიმურაზ ბობოხიძე – 149 ხმა, 0,08%; გიორგი ლაღიძე – 226 ხმა 0.12%; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – 1 137 ხმა, 0,61%; გიორგი გახარია – 16 795 ხმა – 8,97%; ქეთევან ნაკაშიძე 148 ხმა 0.08%; ევგენი ღვინიაშვილი – 161 ხმა, 0,09%; ზაზა ხატიაშვილი – 737 ხმა, 0,39%; კახა კალაძე – 85 161 ხმა – 45,5%, ანა დოლიძე – 8 145 ხმა – 4,35%; გიორგი გაჩეჩილაძე – 346 ხმა 0,18%.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 320 (41.61%).