წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში ბექა ვაჭარაძეს ხმების 47,58% აქვს, გიგი უგულავას 37,73%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს ხმების 47,58% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გიგი უგულავას 37,73%, ხოლო „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, გიორგი აბსარიძემ 14,69% მიიღო.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთში 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 უბანზე (57,58%).