ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში ბექა ვაჭარაძეს ხმების 47,73% აქვს, გიგი უგულავას 37,44%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს ხმების 47,73% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გიგი უგულავას 37,44%, ხოლო „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, გიორგი აბსარიძემ 14,83 % მიიღო.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთში 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 18 უბანზე (54.55%).