ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.28%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.57%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.28%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.57%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.28%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.57%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს.

სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 233 უბნის მიხედვით.

ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.28% (767 588 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.57% (422 342 ხმა); „ევროპული საქართველო“ – 3.79% (60 299 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.18% (50 564 ხმა); „ლელო“ – 3.25% (51 619 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (50 087 ხმა); „გირჩი“ – 3.03 % (48 217 ხმა); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (21 918 ხმა) – 1.38%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (15 966 ხმა).

დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.