ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.
შარაბიძის თქმით, თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფება და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს.
„გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, თამარ ჟვანია თანამდებობიდან არ გადამდგარა. ყველა დანარჩენი ინსინოვაცია და ინტერპრეტაცია ტყუილია. თამარ ჟვანია არის სამსახურში და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას. ჩვენთვის უცნობია ამ ინფორმაციის წყარო, მოტივაცია“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.