ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
როგორც დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად შერჩეულ სამ კანდიდატს საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
მისი თქმით, დღეს პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების საკითხზე, დღის მეორე ნახევარში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს.
გაბუნიას თქმით, თუ პრეზიდენტსა და მესამე სექტორს შორის ვერ მოხდა კანდიდატებზე შეთანხმება, მაშინ სალომე ზურაბიშვილი სამივე კანდიდატს თავად შეარჩევს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა თავიდან წარადგინოს თამარ ჟვანიას კანდიდატურა ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე, გაბუნია არ ადასტურებს.