პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია გაიმართა
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა“. პრეზენტაცია ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა გახსნეს.
დოკუმენტზე ხელმომწერები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას.
დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ; არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.
პრეზენტაციას, კანდიდატებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად ასევე დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაციას პრეზიდენტობის კანდიდატები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.