ცესკო-ს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო.
„ჩვენ ვისაუბრეთ ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. მე მას ვთხოვე საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლად ჩართვა, რომ ამ არჩევნებზე, რაც შეიძლება ფართო იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობა სადამკვირვებლო მისიებში, რადგან მათი მიგნებები და რეკომენდაციები იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესისთვის. ასევე ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებული ცვლილებების განხორციელებას“,-განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მარკ კლეიტონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მხარდამჭერი.
„კარგი შეხვედრა მქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარესთან. მივულოცე ამ პოზიციაზე დანიშვნა და, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ თანამდებობას თან ახლავს. დიდი ბრიტანეთი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს მხარი დაუჭიროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მუშაობაში მომავალი და მართლაც მნიშვნელოვანი არჩევნების ჭრილში“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრიტანულ მხარეს სთხოვა საარჩევნო პროცესებში დამკვირვებლად ჩართვა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას და ამ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. მე მას ვთხოვე მათ რომ ჩაერთონ საერთაშორისო დამკვირვებლებად ამ პროცესში, ვინაიდან რაც შეიძლება ფართი წარმომადგენლობით იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები წარმოდგენილი ამ არჩევნებში დამკვირვებლებად, ვინაიდან მათი მიგნებები და რეკომენდაციები იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და ზოგადად საარჩევნო პროცესისთვის. ასევე ვისაუბრეთ ჩემს და ადმინისტრაციის ხედვაზე და იმ სამოქმედო გეგმაზე რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებული ცვლილებების განხორციელებას.”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.