ცესკო-ს სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს.
ცესკო-ს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დავით კირთაძემ და დავით გურგენიძემ.
როგორც სხდომიდან გამოსულმა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები არ ასახავს ქართველი ამომრჩევლების რეალურ ნებას.
„თითქმის ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია მრავალი დარღვევა, რომელიც დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დააფიქსირეს. დარღვევებს შორის არის ადმინისტრაციული რესურსის დიდი ოდენობით გამოყენება, ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის ფაქტები. ამ დარღვევების გათვალისწინებით, საბოლოო შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებული შედეგი არ ასახავს რეალობას და არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას”, -განაცხადა გურგენიძემ.