ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში მამუკა წოწერიას 52.506 პროცენტი აქვს, ხოლო ანზორ მელიას 47.494 პროცენტი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ზუგდიდი მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 52.506 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას 47.494 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, 109 უბნიდან დათვლილია 22 (20.183%) უბანი.