ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, წალენჯიხაში გიორგი ხარჩილავას 57.5 პროცენტი აქვს, გოგა გულორდავას 42.5 პროცენტი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, წალენჯიხაში თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას 57.5 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ გოგა გულორდავას 42.5 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, სულ 29 უბნიდან დათვლილია 8 (27.586%) უბნის მონაცემები.