ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ბათუმში დათვლილია უბნების 100 პროცენტი და არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,02 პროცენტი აქვს, ხოლო გიორგი კირთაძეს 48,98 პროცენტი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იმარჯვებს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,02 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კირთაძეს 48,98 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, სულ 105 უბნიდან მონაცემები დათვლილია 105 (100%) უბნის მიხედვით.