ცესკო-ს მონაცემებით, 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებზე 15:00 საათისთვის აქტივობამ 20,25 % შეადგინა
საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა.
ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა.
რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2%-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში აქტივობა 26,1% იყო (231 ამომრჩეველი), ახალციხეში – 33,5 (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში – 24,6% (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში – 19,3% (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში – 13,3% (3 432 ამომრჩეველი), სენაკში – 17,9% (6 858 ამომრჩეველი), ხობში – 23,7% (6 294 ამომრჩეველი). ფოთში 15:00 საათისთვის ხმა 6 679-მა ამომრჩეველმა მისცა, შესაბამისად, აქტივობამ 16,5% შეადგინა.