ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან”, არჩილ ანასაშვილი პროკურატურაში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც არჩილ ანასაშვილმა აღნიშნა, მისი დაბარება ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებულ გამოძიებას ეხება.
„დაბარებული ვარ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით. გუშინ დამიკავშირდნენ გამომძიებლები და დღეს დამიბარეს. ვიცი, რომ საქმე ეხება ერთი პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაკავშირებით არსებული ხელმოწერებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერა აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, გასარკვევია, გაყალბებულია თუ არა, რადგან არ გავდა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას”, – განაცხადა არჩილ ანასაშვილმა.