ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი
ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი

ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

„დაიხურა საარჩევნო უბნები. მიმდინარეობს ხმების დათვლა. მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე. ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებისათვის პირველადი შედეგების მიწოდა დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა მიქელაძემ.