ცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 261 საჩივარი შევიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 261 საჩივარი შევიდა.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, საჩივრები დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ, საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა კი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა.
თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ერთეულ შემთხვევებში კენჭისყრის შედეგების ბათილობაა მოთხოვნილი.
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა საჩივარს კანონით დადგენილ ვადაში და წესებით განიხილავს.