ცესკო-ს დაკომპლექტების თაობაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
ცესკო-ს დაკომპლექტების თაობაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. მმართველი გუნდი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.

კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პირველ კენჭისყრაზე საჭირო 90 ხმა იქნება, მეორე კენჭისყრაზე 76. ასევე შესაძლებელი იქნება განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება და აქაც საჭირო 76 ხმა იქნება.

თუ ვერცერთი კენჭისყრის შედეგად კანდიდატების არჩევა ვერ მოხდება, საპარლამენტო კენჭისყრების შემდეგ პროცესში პრეზიდენტი ჩაერთვება. კერძოდ, ცვლილებებით, თუ პარლამენტმა განმეორებითი ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკო-ს ყველა ასარჩევი წევრი ვერ აირჩა, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში გაუგზავნის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. პრეზიდენტი კი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში იმავე სიაში შემავალ პირთაგან ხუთი წლის ვადით დანიშნოს ცესკო-ს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, რამდენი წევრიც დარჩა პარლამენტის მიერ ასარჩევი.