ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარ მონაცემებს ავრცელებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები გაავრცელა.
„არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ – ცესკო-მ, 40-მა საოლქო და 1 867-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიულ დონეზე, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩაატარა კენჭისყრის დღე.
ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების 95%-ზე მეტი არის დათვლილი. დარჩენილია რამდენიმე საარჩევნო უბნის მონაცემები, ძირითადად ის უბნები სადაც არჩევნები მაჟორიტარული წესითაც მიმდინარეობდა და სადაც ითვლება ორი სახის ბიულეტენი.
ყველა დონის საარჩევნო კომისიამ თავდაუზოგავად იშრომა იმისათვის, რომ ამომრჩეველს და თითოეულ ჩართულ მხარეს დახვედროდა თავისუფალი საარჩევნო გარემო უბანზე მისვლისას და დროულად მოეწოდებინა ცესკოსთვის შემაჯამებელი ოქმები. ოქმები კი შედგენისთანავე ყველა პროცედურის დაცვით გადაეცემოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ დაუყოვნებლივ გვაწვდიდნენ ოქმებს და ეს მონაცემები ცესკოში შემოსვლისთანავე, თქვენთვის, ეტაპობრივად იტვირთებოდა ჩვენს სპეციალურ ვებგვერდზე – results.cec.gov.ge.
თქვენ ამ წუთებშიც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი მონაცემების შეყვანის პროცესს, რომელიც პირდაპირი ტრანსლირებით, 360-გრადუსიანი ვიდეოკამერის მეშვეობით გადაიცემა ცესკო-ს ოფიციალურ საიტზე, youtube-ისა და სოციალური ქსელის მეშვეობით“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
ცესკო-ს პრესსპიკერმა მედიას წარუდგინა თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნების ნაწილში წინასწარი მონაცემები, რაც ცესკო-ს ვებგვერდზე არის ასახული: