ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკო-ში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შესაბამისად, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო 6 635 (38,17 %) ხმა, ხოლო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ – 10 749 (61,83%) ხმა.
№1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 43 909, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 18 121-მა ამომრჩეველმა.