ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები ოფიციალურად ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა და ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს.
ცესკო-ს საბოლოო შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 780 680 ხმა 40,48%, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 701 ხმა 59,52% მიიღო.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, დასრულებულია სასამართლო სხდომები და შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია მოცემული.