ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა დასრულებულია. რვასაათიანი განხილვის შემდეგ ცესკო-მ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა და არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა. პერიოდულად, სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ფარულავას ცესკო-ს თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურის დახმარებით დარბაზი დაატოვებინა.

რა სახის დარღვევებზე მიუთითებდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და რა სახის მტკიცებულები წარადგინეს მათ სხდომაზე – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.