ცესკო - ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 6,15% შეადგინა, ყველაზე მაღალი აქტიურობით ამბროლაური და ცაგერი გამოირჩევა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის ჯამში 6,15% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 215 ათას 329 ამომრჩეველია.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ამბროლაურსა (11%) და ცაგერში (10,4%) ფიქსირდება.
10:00 საათისთვის ყველაზე დაბალი აქტივობაა ახალქალაქში, სადაც საარჩევნო უბნებზე მისულთა მაჩვენებელმა რეგისტრირებული ამომრჩევლების 4,4 % შეადგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.