ცესკო - 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 47,31 პროცენტი შეადგინა
ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათის მონაცემებით, 47,31 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა – 58%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკის საარჩევნო ოლქში – 37%.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოში საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, შესაბამისად, მოვუწოდებთ იაქტიურონ, ვინაიდან, თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია”, – განაცხადეს ცესკო-ში.