ცესკო - 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8 პროცენტი შეადგინა
ამომრჩეველთა აქტივობამ დღის 15:00 საათისთვის 38.8 პროცენტი შეადგინა, რაც ჯამში მილიონ 263 ათას 493 ამომრჩეველია, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამბროლაურში ფიქსირდება – 50.1% ყველაზე დაბალი კი წალკაში 30.3%.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამომრჩეველთა საერთო აქტივობის მონაცემები პირველი ტურის ანალოგიურ მონაცემებს 8 პროცენტით აჭარბებს, მაშინ 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30.98%-ს შეადგენდა.