ცესკო - 12:00 საათის მონაცემებით, შუალედურ არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოშია
შუალედურ არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში ფიქსირდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის თბილისში, მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ ოლქში 10.4 პროცენტს შეადგენს. აქტივობა ყველაზე მაღალია საგარეჯოში, სადაც საკუთარი არჩევანი უკვე ამომრჩევლეთა 35,7 პროცენტმა დააფიქსირა.
სხვა რაიონებში კი, 12:00 საათისთვის აქტივობის მაჩვენებლები შემდეგნაირია: ახმეტა – 18.4 პროცენტი, მარნეული – 14 პროცენტი, ადიგენი – 23.1 პროცენტი, ზესტაფონი – 16.5 პროცენტი, ჭიათურა – 17.6 პროცენტი, ტყიბული – 17.7 პროცენტი, წყალტუბო – 22.2 პროცენტი, ოზურგეთი – 17.8 პროცენტი, ზუგდიდი – 20.1 პროცენტი, ხულო – 19.5 პროცენტი.
დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.