ცესკო - 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ყველაზე დაბალი კი აჭარის რეგიონის სამ ოლქში დაფიქსირდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8.33 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღევანდელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს (11.8 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში (7, 3 პროცენტი) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში.
ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.