ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი - რუსეთს შესაძლოა, ტრამპზე კომპრომატი ჰქონდეს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ტრამპზე კომპრომატი ჰქონდეს. ამის შესახებ ჯონ ბრენანმა The New York Times-თან საუბრისას განაცხადა.
„რუსებს ტრამპთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ამიტომ პუტინს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია, რომლითაც ტრამპს ამხელდა.“ – განაცხადა ჯონ ბრენანმა.
2016 წელს, როდესაც ბრენანი ჯერ კიდევ ცენტრალურ სადაზვერვო საგენტოს ხელმძღვანელად მუშაობდა, მედიამ ე.წ. ტრამპის რუსული დოსიე გამოაქვეყნა.
ბრენანი ცნობილია მისი კრიტიკული დამოკიდებულებით ტრამპის მიმართ. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსის მოადგილის გათავისუფლების შემდეგ, ჯონ ბრენანმა სოციალურ ქსელში ტრამპის მიმართ კრიტიკული კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ღალატსა და კორუფციაში დაადანაშაულა.
„როდესაც სრულად გახდება ცნობილი თვენი ღალატი, მორალური გარყვნილება და პოლიტიკური კორუფცია, თქვენ დაიკავებთ საკადრის ადგილს ისტორიის სანაგვეზე. თქვენ შეიძლება განტევების ვაცად აქციოთ მაკკეიბი, მაგრამ ამერიკას ვერ დაანგრევთ. ამერიკა თქვენ დაგამარცხებთ.“ – დაწერა ბრენანმა Twitter-ში.