ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას გაივლიან: ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კი, დღეს გასაუბრება გაიმართება შემდეგ კანდიდატებთან: ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე და არჩილ მდივნიშვილი.
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე რვა განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი, 16 პირს აქვს. საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. თუმცა შესაძლებელია, კომისიამ რეკომენდაცია არც ერთ კანდიდატს მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს.
შეთავაზებულ კანდიდატებზე უარის თქმის უფლება აქვს პრეზიდენტსაც. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორკანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით განისაზღვრება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო და მას საქართველოს პირველი არხი ვებპორტალზე 1tv.ge შემოგთავაზებთ.