ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს
ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. დიალოგი ყველა შესაბამის კერძო და საჯარო დაინტერესებულ მხარეებს შორის საქართველოს ეროვნული ბანკის და USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მონაწილეობით მიმდინარეობს.
აღნიშნულის ფარგლებში იმსჯელებენ ბიზნეს ტრანზაქციების გაციფრულებასა და ე.წ. სმარტ კონტრაქტებთან, აქცენტი გაკეთდება ქართულ გარემოსა და შესაძლო პერსპექტივებზე ამ მიმართულებით.
კონფერენციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეკონომიკის მინისტრი, USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე და საერთაშორისო მონაწილეები ესწრებიან.
როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა განაცხადა, Usaid ძალიან ამაყია დღევანდელი ღონისძიების სპონსორობაში დახმარების გაწევით.
„მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად, ეკონომიკის მინისტრიც მოდის, რათა გადაიდგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ინოვაცია ცენტრალური ბანკის ვალუტის გაფიცრულებაში, პოტენციურად შეამცირებს ფინანსური ტრანზაქციების ხარჯს და ასევე გახსნის ახალ ბაზრებს ქართული ბიზნესისთვის. Usaid ძალიან ამაყია დღევანდელი ღონისძიების სპონსორობაში დახმარების გაწევით და ასევე პარლამენტსა და ეროვნულ ბანკში პარტნიორებთან მუშაობით, რათა ვიხილოთ განხორციელება ამ ახალი ციფრული ვალუტის ეროვნული ბანკის დონეზე. ასე რომ ეს შესანიშნავი დღეა საქართველოში ინოვაციებისთვის“, – განაცხადა ვიბლერმა.