ცენტრალური აფრიკის რესპულიკაში, შეიარაღებული პირები გაეროს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხნენ
ცენტრალური აფრიკის რესპულიკაში, გაეროს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხნენ. შედეგად ერთი ცისფერჩაფხუტიანი დაიღუპა. ის წარმოშობით ტანზანიიდანაა. კიდევ შვიდი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაცია გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახურში დაადასტურეს.
მათი ცნობით, გაეროს სამშვიდობო მისიის პატრულს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 3 ივნისს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაუხსნეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა მომხდარი მკაცრად დაგმო და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯა მოსთხოვა.
გაეროს ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წლის დასაწყისიდიან დღემდე ოთხი მშვიდობისმყოფელი მოკლეს.