ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ მიმდინარეობს

„დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ – ამ სახელწოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ქალები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან ქალი პოლიტიკოსებიც.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა პოლიციელების მიერ ცესკო-სთან მდებარე ჭიშკრის ჩაკეტვას. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ ჭიშკრის გაღებას.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, ცესკო-ს ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.