ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში დიდთოვლობას ებრძვიან - დაღუპულია 21 ადამიანი
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში დიდთოვლობას ებრძვიან - დაღუპულია 21 ადამიანი

ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში დიდთოვლობას ებრძვიან. მთელი კვირის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში უამინდობამ ქაოსი გამოიწვია.

გერმანიასა და ავსტრიაში თითქმის სამი მეტრის სიმაღლის თოვლის გამო, რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათ დასახმარებლად მთავრობებმა ადგილზე სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნეს.

Euronews-ის ცნობით, ალპების რეგიონში უკიდურესად დაბალი ტემპერატურისა და ქარბუქის გამო, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. უკანასკნელ დღეებში დიდთოვლობის შედეგად რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა. ბოლო ერთ კვირაში უამინდობასთან დაკავშირებული ათობით ფატალური შემთხვევა მოხდა.

საერთო ჯამში, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობა 21-ს აღწევს. 12 იანვარს ავსტრიის ალპებში სამი გერმანელი მოთხილამურე დაიღუპა. ოთხ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გერმანია

 

გერმანია

 

გერმანია

 

გერმანია

 

შვეიცარია

 

შვეიცარია

 

შვეიცარია

 

მაკედონია

 

მაკედონია

 

ავსტრია

 

ავსტრია

 

ავსტრია